პარლამენტი უფლებამოსილი სუბიექტების მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატებად წარდგენილი პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილი სუბიექტების მიერ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატებად წარდგენილი პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„წარმდგენი – პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“: იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი.
წარმდგენი – პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“: ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი; მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი; სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი; ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე; გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი; სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი; ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი; ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი; იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი; ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი;
წარმდგენი – პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“: თინათინ ერქვანია – GIPA-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი.
წარმდგენი – პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“: ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი.
წარმდგენი – პოლიტიკური ჯგუფი „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“: ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი.
წარმდგენი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“: ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი“, – ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.