პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ხუთ მინისტრს მოუსმენს
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში „მინისტრის საათის“ ფორმატში ხუთ მინისტრს მოუსმენს.
საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გეგმის თაობაზე ინფორმაციას ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცნობენ.
გეგმის გათვალისწინებით, ოქტომბრის განმავლობაში იგეგმება საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების მოსმენა.
დეპუტატები ნოემბერში, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მოუსმენენ. დეკემბერში კი, დეპუტატების წინაშე განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წარდგება. ახალი რეგლამენტის შესაბამისად, „მინისტრის საათის“ ფორმატში, მთავრობის წევრები პარლამენტში მოხსენებით მიდიან და კანონმდებელთა კითხვებს პასუხობენ.