საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას ოფიციალურად 20 დეკემბერს დახურავს. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
იმის გათვალისწინებით, რომ 16-20 დეკემბერი პლენარული სხდომების კვირა არ არის, საშემოდგომო სესიის დახურვისთვის საჭირო იქნება რიგგარეშე სხდომის მოწვევა.
საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას თებერვლის პირველ სამშაბათს გახსნის.