პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვას იწყებს.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვა ხვალ დაიწყება. რეზოლუციის პროექტზე ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იქნება.
რეზოლუციის პროექტი 13-პუნქტიანია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
დოკუმენტის მხარდაჭერას აპირებს ოპოზიცია, თუმცა მათ რეზოლუციის პროექტის შინაარსის მიმართ შენიშვნები აქვთ, რომლის წარდგენას ხვალინდელ სხდომაზე აპირებენ.