პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 4 დეკემბერს მოუსმენს
პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს 4 დეკემბერს მოუსმენს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, კომიტეტის ფარგლებში გვენეტაძისთვის დღეს უნდა მოესმინათ, მაგრამ გადაიდო.
მისი თქმით, კომიტეტს მოსმენის გადადების თხოვნით თავად გვენეტაძემ მიმართა, რომელიც პირადი საქმეებიდან გამომდინარე საქართველოში არ იმყოფება.
დეპუტატებმა გვენეტაძე პარლამენტში ფულად საკრედიტო პოლიტიკასა და ლარის კურსთან დაკავშირებით მიიწვიეს.