პარლამენტში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის კანდიდატ ნინო ლომჯარიას მოუსმენენ, ხოლო ხვალ “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატს გიორგი ფოფხაძეს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ დათანხმდა.
კობახიძის თქმით, ქუთაისში უკვე იმყოფება ნინო ლომჯარია და სწორი არ იქნება, მას არ მოუსმინონ. სპიკერის განმარტებით, რეგლამენტის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის პოსტზე დანიშვნა შესაძლებელია განხილვის გარეშე, მაგრამ უმრავლესობას სურს, საკითხზე მსჯელობა მოხდეს.
ირაკლი კობახიძემ ინაშვილს შესთავაზა, რომ მათ კანდიდატს ხვალ მოუსმინონ, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდება.