პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელებს 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში აირჩევს
საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელებს 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში აირჩევს.
საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე, 14 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს მოუსმენს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე იმსჯელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით. დეპუტატებმა ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძეს გუშინ მოუსმინეს.
აღნიშნული კანდიდატურები პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. პროცედურის მიხედვით, თანამდებობაზე თითო კანდიდატის არჩევა მოხდება, მათ პოსტზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. აღნიშნული სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შეიქმნება, რომელიც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით გაუქმდა.