პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და განათლების მინისტრს მოუსმენს
პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და განათლების მინისტრს მოუსმენს. სუს-ის ანგარიშის განხილვა – 12 ივნისს, განათლების მინისტრის საათი კი 13 ივნისს არის დაგეგმილი.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ხვალ გვექნება კანონპროექტების განხილვა და პოლიტიკური განცხადებები. ასევე, ოთხშაბათს იქნება კანონპროექტები და კენჭისყრა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოვისმენთ 12 ივნისს. ხუთშაბათს კი გვექნება დაჩქარებული კანონპროექტების მეორე, მესამე მოსმენა და განათლების მინისტრის საათი. პარასკევს, ამ დღის წესრიგიდან გამომდინარე, ასე ჩანს, რომ სხდომა არ გვექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.