პარლამენტი მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, დღის წესრიგში ორი ფრაქციის დაშლის საკითხი დადგება
პარლამენტი „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, დღის წესრიგში ორი ფრაქციის დაშლის საკითხი დადგება.
კერძოდ, საუბარია, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფრაქციებზე, რომლებიც ამ დროისთვის შვიდი დეპუტატით არის დაკომპლექტებული. იმ შემთხვევაში, თუკი ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს უფლებამოსილება შეუწყდებათ, ამ ფრაქციებში დარჩებიან ექვს-ექვსი დეპუტატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქციები დაიშლება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნისთვის საჭიროა შვიდი კანონმდებელი.
საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით თავად ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ მიმართეს.