პარლამენტი იურიდიული კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს საგაზაფხულო სესიაზე აირჩევს
პარლამენტი იურიდიული კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს საგაზაფხულო სესიაზე აირჩევს

საქართველოს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს საგაზაფხულო სესიაზე აირჩევს.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა, კომიტეტის პარალიზება რომ არ მოხდეს, დღეს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა მოხდება.

მისი თქმით, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა ტექნიკური საკითხია და პოლიტიკური მდგენელისგან თავისუფალია.

„საგაზაფხულო სესიაზე ერთ-ერთ პირველივე საკითხად იქნება დაყენებული თავმჯდომარის არჩევა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

დეპუტატი არ აკონკრეტებს, ვისი კანდიდატურა იქნება წარდგენილი კომიტეტის თავმჯდომარედ.