პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს
პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს. მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილია ევა გოცირიძის კანდიდატურა, რომლის თაობაზეც დეპუტატები იმსჯელებენ, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართება.

ევა გოცირიძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე კვირას მოუსმინეს, რომელთაც 11 დეპუტატმა მხარი დაუჭირა. ევა გოცირიძეს თანამდებობაზე დანიშვნისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.