პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომას გამართავს, რომელზეც ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მეოთხედ უყრიან კენჭს
პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომას გამართავს, რომელზეც ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მეოთხედ უყრიან კენჭს

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა მოხდება. კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყრებათ კენჭი და ამ შემთხვევაში, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით ასარჩევად, პირველ ჯერზე საჭირო იყო დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ 100 ხმა. არასაკმარისი ხმების გამო, ხელახლა დაინიშნა კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზება იყო აუცილებელი. საკმარისი ხმების მოგროვება ვერც მეორე კენჭისყრაზე მოხერხდა.

საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, დაინიშნა მესამე კენჭისყრა, რომელზეც უკვე 90 ხმით იყო შესაძლებელი კანდიდატის არჩევა, თუმცა საჭირო ხმების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საბოლოოდ კანდიდატების დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდება, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით, შემდეგ კი კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.