პარლამენტი დღეს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომას გამართავს.
მთავარი თემები, რომელსაც სხდომაზე განიხილავენ, ნარკოტიკის უკანონო შენახვის და გადაზიდვის საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციებია.
უმრავლესობის დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, პლენარულ სხდომაზე ასევე კანონმდებლები ოჯახური ძალადობის შესახებ კანონპროექტზეც იმსჯელებენ.
ამასთან, საშემოდგომო სესიაზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხსაც განიხილავენ.
„დასამთავრებელი გვაქვს კანონი ნარკოტიკების უკანონო გამოყენების, შენახვის, გადაზიდვის საკითხებთან დაკავშირებით. აქ რეგულაციები, როგორც იცით, საკმაოდ მკაცრია. ოჯახური ძალადობების შესახებაც იქნება მსჯელობა. საკითხზე პროკურატურის შესახებ გარკვეული დამატებები არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.