პარლამენტი დღეს განიხილავს პროექტს, რომლითაც უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება
პარლამენტი დღეს განიხილავს პროექტს, რომლითაც უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს იმსჯელებს.

კანონპროექტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისშივე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.

პროექტის მიხედვით, იზრდება პასუხისმგებლობა და ჯარიმის ოდენობა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება, თუმცა ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40 ლარამდე მცირდება.

ცვლილებების ინიციატორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია.