პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, – ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ცვლილებების თანახმად, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას აქვს სერიოზული საფუძველი. საუბარია, რომ თუ პირველ ნოემბრამდე უსრულდება 6 წელი ბავშვს, მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, გადაწყვიტოს, მიიყვანს თუ არა პირველ კლასში. დიდი ხანია, ეს საკითხი დგას. მგონი, ოპტიმალური გადაწყვეტილებაა და დავუჭიროთ მხარი. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი იქნება წამყვანი, სავალდებულო კომიტეტები იქნებიან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.