პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში აირჩევს
პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში აირჩევს

პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში აირჩევს. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უნდა მომხდარიყო და საკითხი დღის წესრიგში იყო შეტანილი, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კენჭისყრის გადადების ინიციატივით გამოვიდა, მიზეზად კი, საჭირო კვორუმი დაასახელა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის 12 წევრი კოვიდინციფირებულია და “ქართული ოცნების” მხრიდან საკადრო გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ხმები არ იქნებოდა.

პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი კალანდარიშვილისა და თენგიზ თევზაძის კანდიდატურები.

რეგლამენტით, კენჭისყრის პრი პროცედურა უნდა ჩატარდეს. პირველ კენჭისყრაზე საჭიროა 100 ხმა, მეორე შემთხვევაში – 76. 76 ხმით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობაზე ექვსი თვის ვადით იქნება არჩეული, ხოლო 100 ხმით არჩეული – ხუთი  წლის ვადით.