პარლამენტი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას 30 მარტისთვის გეგმავს
საქართველოს პარლამენტი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას 30 მარტისთვის გეგმავს.
ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასკვნა პოზიტიურია.
„რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ის პროცესი სწორედ ამას ეთმობა, რომელიც ამჟამად წარიმართება. საქართველოს პარლამენტი 30 მარტისთვის კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმისათვის, რომ იმ ცვლილებებს კენჭი საბოლოოდ უყაროს, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია ასახული. საქმე ეხება ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით გასულ წელს მიიღო, რომლის მიხედვით, 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვება მოხდება, ე.წ. ბონუს სისტემა გაუქმდება. ასევე ცვლილებები ეხება კონსტიტუციაში არსებულ რელიგიასთან დაკავშირებულ ჩანაწერსა და საკონსტიტუციო სასამართლოს.