პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება

პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძემ დღეს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ჯერ რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარსეთან ლივიუ დრაგნეასთან, შემდეგ კი უკვე სენატის პრეზიდენტთან, კალინ პოპესკუ ტარიჩეანუსთნ
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის ორივე პალატას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასაც, მათ შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც. ორივე შეხვედრის ფორმატში აღინიშნა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას.


,,ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები იმით, რომ გავაღრმავოთ ჩვენი მეგობრული ურთიერთობები, ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა. რუმინეთი არის ჩვენი ძალიან მყარი მხარდამჭერი, როგორც ევროინტეგრაციის, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, რაც დადასტურებულა არაერთი საპარლამენტო დოკუმენტით. ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა და სპიკერებმა აღნიშნეს, რომ რუმინეთი კვლავაც აქტიურად დაგვიჭერს მხარს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რუმინეთის გამოცდილების გაზიარება. ჩვენ დღეს ვართ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, ეს ის გზაა, რომელიც რუმინეთმა უკვე გაიარა და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ რუმინელ მეგობრებთან სწორედ ამ კუთხით, მათ შორის გავიზიარებთ რუმინელი მეგობრების გამოცდილებასაც”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტის პირველი დღის შეჯამებისას.