პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე ათობით ადამიანი დააკავეს. დაშავებულები არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე ვრეცლდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთის წინ აქციაზე ერთ-ერთი სამართალდამცველი მძიმედ დაშავდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მანიფესტაცია ისევ გრძელდება. ყვითელჟილეტიანების ნაწილი ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზეა შეკრებილი.
დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება სწორედ იმას მოყვა, რომ პოლიცია ყვითელჟილეტიანებს რესპუბლიკის მოედანზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა. აქციის მონაწიელებიის მიმართ სამართლადამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი.