პარიზში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ „ფემენის“ აქტივისტებმა აქცია გამართეს [ვიდეო]

პარიზში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩასვლის წინააღმდეგ მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. „შეაჩერეთ პუტინი“, – სკანდირებდნენ ნახევრად შიშველი აქტივისტები ელისეის სასახლის წინ. „ფემენის“ აქციის მონაწილეები პოლიციამ დააკავა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე პარიზში იმყოფება. ის ნორმანდიულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მონაწილეობენ.

ამასთან, ლიდერები ორმხრივ მოლაპარაკებებსაც გამართავენ. ნორმანდიული სამიტის დასრულების შემდეგ გაიმართება რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.

ნორმანდიული სამიტი 2016 წლის შემდეგ პირველად იმართება.