პარიზში უკრაინაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, თამაზ ავალიანის გამოფენა გაიხსნება
15 ოქტომბერს პარიზი, უკრაინაში მოღვაწე ქართველი მხატვრის თამაზ ავალიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თამაზ ავალიანის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ახალი ნახატები.
თამაზ ავალიანი შეგნებულად არ არქმევს სახელებს საკუთარ ნამუშევრებს, რითაც მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, წაიკითხოს სურათი საკუთარი აღქმის პრიზმაში, საკუთარი განცდების მეშვეობით. სახელწოდება არ აქვს პარიზში დაგეგმილ გამოფენასაც.
თამაზ ავალიანი გრაფიკული ხელოვნების თანამედროვე წარმომადგენელია, რომელიც არა ერთი პერსონალური გამოფენისა და კოლექტიური პროექტის მონაწილეა სხვადასხვა ქვეყანაში. პერიოდულად ქმნის კერძო კოლექციებს უკრაინაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და აშშ-ში.
გამოფენა, რომელიც პარიზის საგამოფენო სივრცეში MAISON BRUNEAU გაიმართება, 17 ოქტომბერს დაიხურება. საქველმოქმედო გამოფენიდან შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.