პარიზში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
პარიზში შრომითი რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლა პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
პოლიცია აქციის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობს, ასევე, ისმის ხმოვანი ხელყუმბარების ხმა.
პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში ხელმოწერილი შრომითი კანონმდებლობის რეფორმა, მისი წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია. პრეზიდენტს 2022 წლისთვის სახელმწიფო სექტორში არსებული 5.6 მილიონი სამუშაო ადგილიდან, 120 ათასის გაუქმება სურს. რეფორმა შრომითი ბაზრის ლიბერალიზებასაც მოიცავს, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს თანამშრომლების სამსახურში აყვანა და დათხოვნა გამარტივებული წესით აწარმოონ.