საფრანგეთის დედაქალაქში ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დემონსტრანტები პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გამოუცხადეს პროტესტი ხელისუფლების გეგმას, რომელიც საპენსიო ასაკის 2 წლით გაზრდას ითვალისწინებს.
საფრანგეთის მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა, მართავენ დემონსტრაციებს და მოუწოდებენ მთავრობას, საპენსიო რეფორმა გააუქმოს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს ხანში აპირებს, სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბროს საპენსიო რეფორმის შესახებ. გავრცელებული ცნობით, ის მოქალაქეებს გააცნობს სხვა ნაბიჯებსაც, რომელთა გადადგმასაც საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვამდე აპირებს.