პარიზში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
პარიზში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები პარიზის რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილები და ეგზიტპოლის შედეგებს ზეიმობდნენ.
როგორც სააგენტო წერს, აქციის მონაწილეების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, თუმცა შეინიშნებოდა ვანდალიზმის ფაქტებიც, რის გამოც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
წინასწარი ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე – ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება.