პარიზში, სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია პოლიციამ კორონავირუსის საფრთხის გამო აკრძალა
პარიზში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქცია პოლიციამ კორონავირუსუს გავრცელების საფრთხის გამო აკრძალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს.
დემონსტრაცია რასიზმის წინააღმდეგ, ჯორჯ ფლოიდისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის სხვა მსხვერპლთა საქმეზე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, აშშ-ის საელჩოსთან იგეგმებოდა.
თუმცა პოლიციის პრეფექტმა, დიდიე ლალემმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია არ არის ნებადართული, რადგან კორონავირსუსის გავრცელების პრევენციული ზომებით, საზოგადოებრივ ადგილებში 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.