პარიზში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
პარიზში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულებიდან ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
შემთხვევა მონმარტის რაიონში, მრავალსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად სახლის ფასადი ნაწილობრივ ჩამოინგრა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული 20-მდე სახანძრო მანქანა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა, აეროზოლის გენერატორის გაუმართაობას გამოეწვია. პარიზის პროკურატურამ შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაიწყო.