პარიზში, ქურთების კულტურის ცენტრთან საპროტესტო აქცია შეტაკებებში გადაიზარდა, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
პარიზში, ქურთების კულტურის ცენტრთან საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, საფრანგეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ქურთული დიასპორის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათით ადრე განხორციელებული სამი ადამიანის მკვლელობის შემდეგ გამართეს. აქციის მონაწილეები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელსაც სკანდირებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა 69 წლის ფრანგმა მამაკაცმა, მატარებლის ყოფილმა მემანქანემ განახორციელა.
თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა სამართალდამცველები რასისტულ ნიადაგს განიხილავენ. თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევი პირია.