პარიზში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
პარიზში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებდნენ.
დემონსტრაციებში მონაწილეობას ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსებიც იღებდნენ, რომლებიც ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს აპროტესტებდნენ და მთავრობას დიქტატურის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.
პარიზის გარდა, დემონსტრაციები მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაშიც გაიმართა.
საფრანგეთის პარლამენტმა მიმდინარე კვირის ბოლოს კენჭი უნდა უყაროს „ჯანმრთელობის საბუთის“ შემოღებისა და „ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის“ შესახებ კანონპროექტებს.