პარიზში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე მდინარე სენაში დაბინძურების დონე კვლავ მაღალია
პარიზში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე მდინარე სენაში დაბინძურების დონე კვლავ მაღალია.
ოლიმპიადის გეგმაში შეჯიბრის რამდენიმე სახეობის მდინარე სენაზე გამართვაც შედის.
პარიზის მერიის მიერ გამოქვეყნებული ტესტის შედეგებმა დაადასტურა, რომ სენას დაბინძურების დონე კვლავ ძალიან მაღალია, სინჯები 16-23 ივნისს აიღეს.
მიღებული მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება იმ მაჩვენებლებს, რომლებიც მდინარეზე ჩასატარებელი ღონისძებებისთვის არის საჭირო.
„არახელსაყრელი ჰიდროლოგიური ფაქტორების გამო წყლის ხარისხი კვლავ გაუარესებულია. ამის მიზეზია წვიმა, სწრაფი დინება, მზის ნაკლებობა, სეზონურ ნორმაზე დაბალი ტემპერატურა და ზედა დინების დაბინძურება“, – განმარტავენ მერიაში.
ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდება თუ არა მდინარეზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება.