პარიზში ნიღბების ტარება ყველგან სავალდებულო იქნება
პარიზში ნიღბების ტარება ყველგან სავალდებულო იქნება

პარიზში ნიღბების ტარება ყველგან სავალდებულო იქნება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა. პრემიერის თქმით, სწრაფი ზომების მიღების გარეშე ვირუსის გავრცელება შესაძლოა, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.

„ვირუსი ვრცელდება მთელ ქვეყანაში. ეპიდემიის გავრცელება შესაძლოა, სულ უფრო სწრაფი გახდეს, თუ ჩვენ ჩქარა არ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა საფრანეგეთის პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

კასტექსის თქმით, კორონავირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი საფრანგეთში 1,4-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ინფიცირებული ათი ადამიანი დაავადებას კიდევ 14 ადამიანს გადასდებს.

პარიზში პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეებში, როგორიცაა მაღაზიები და ბანკები 21 ივლისს გახდა სავალდებულო. აგვისტოს დასაწყისში კი – პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში ღია სივრცეში.

პარიზის მერიის წარმომადგენლის თქმით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მთელ ქალაქში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდეს, თუმცა ჯერ უცნობია, როდიდან შევა ის ძალაში.