პარიზში კომენდანტის საათი მოქმედებს – ვითარება რესპუბლიკის მოედანზე [ვიდეო]
პარიზში კომენდანტის საათი მოქმედებს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, რესპუბლიკის მოედანზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
რესპუბლიკის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. საღამოს რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა დაშლა და ტერიტორიის დატოვება აიძულეს.
საფრანგეთის დედაქალაქში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან მოქმედებს.
