სამართალდამცველებმა პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს [ვიდეო]
პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებისკენ ცოცხალი ძალით დაიძრნენ და მათ ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.
მანამდე აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. მათ აქციის გამართვა რესპუბლიკის მოედანზე სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მოედნის მიმართულებით არ გაუშვეს და განუმარტეს, რომ აქციის გამართვა აკრძალული იყო.
აქციის მონაწილეები დღეს რასიზმის საწინააღმდეგო ლოზუნგებით შეიკრიბნენ. ისინი ქალაქ ტრაპში რასისტულ ნიადაგზე მომხდარ თავდასხმას აპროტესტებენ.