პარიზში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა
პარიზში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე ათასობით საფრანგეთის მოქალაქე იმყოფებოდა.
„როიტერი“ წერს, რომ პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დემონსტრანტები ფრანგი პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მუსიკოსის ცემის ფაქტს, ასევე უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს.