პარიზში დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
პარიზში დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

პარიზში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ელისეის სასახლეში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ხვდებიან.

პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ისინი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასთან ერთად ტერორიზმზეც ისაუბრებენ, რაც საერთაშორისო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი მეუღლეებთან ერთად პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა სასაფლაოს და მემორიალს ესტუმრებიან.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საფრანგეთის დედაქალაქში დაგეგმილ ცერემონიაზე დასაწრებად პარიზს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები სტურმობენ. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში კი ცალკეულ პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრებიც გაიმართება.