პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი ახალი საიმიგრაციო კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საფრანგეთში იმ მიგრანტების ცხოვრება, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი დოკმუმენტები, არ არის მარტივი. აქციაზე აცხადებენ, რომ სურთ ისეთი კანონი, რომელიც სათანადო მუშაობისა და დამსაქმებლებისგან სათანადო მოპყრობის საშუალებას მისცემთ.
მომიტინგეები ასევევ ამბობენ, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საფრანგეთში მიგრანტად ჩასვლის უფლება და ეს არ უნდა იყოს შეუძლებელი.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პარლამენტმა დეკემბრის თვეში ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებები საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს. ასევე, ახალი წესებით, რთულდება მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.