პარიზში აფეთქებისას სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა, საიდანაც ორი მძიმე მდგომარეობაშია [ფოტო]
პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე აფეთქება დღეს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა.
პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა.
შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საცხობთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე შენობები.
პოლიცია მოსახლეობას შემთხვევის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.
ინციდენტის ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ასევე, ვითარებას ადგილზე ეცნობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი.
მომხდარი ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელა.