პარიზში აფეთქების შედეგად ესპანეთის მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ Euronews-ი ესპანეთის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ასევე, აფეთქებას ემსხვერპლა ორი მეხანძრე. კიდევ 10 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. 37 ადამიანს კი, სხეულის სხვადასხვა დაზიანება აქვს.
საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე აფეთქება დღეს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შესახებ ცნობა საგანგებო სიტუაციების სამსახურში ჯერ კიდევ აფეთქებამდე შევიდა.