პარიზის სასტუმრო Ritz-იდან გატაცებული ძვირფასეულობის ჩანთა მძარცველებს სასტუმროსთან დაუვარდათ
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში სასტუმრო Ritz-იდან შეიარაღებული პირების მიერ გატაცებული ძვირფასეულობა იპოვა.
პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, საიუველირო ნაკეთობების ღირებულება 4,5 მილიონ ევროს შეადგენს.
ძვირფასეულობა მოთავსებული იყო ჩანთაში, რომელიც დანაშაულის ადგილიდან გაქცევისას ერთ-ერთ მძარცველს დაუვარდა.
ძარცვაში ხუთი ადამიანი მონაწილეობდა, სამი მათგანი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
მძრცველებმა სასტუმროდან გასვლა ვერ შეძლეს, რადგან გასასვლელი დაიბლოკა. კიდევ ორზე ძებნაა გამოცხადებული.
ისინი თანამზრახველებს გარეთ ელოდებოდნენ და განგაშის გამოცხადებისთანავე მანქანით და მოტოროლერით მიიმალნენ.
ჩანთა სწორედ მოტოროლერზე მჯდომ პირს დაუვარდა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ყველა ძვირფასეულობა ნაპოვნია ჩანთაში“, – ავრცელებს სააგენტო Reuters-ი პოლიციის წარმომადგენელის კომენტარს.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Ritz, პარიზის ცენტრში, მდინარე სენას მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.
სასტუმროში ძვირფასეულობის, საათებისა და დიზაინერული ტანსაცმლის ხუთი მაღაზიაა განთავსებული.