პარიზის სასამართლომ „შარლი ებდოს“ რედაქციასა და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმეზე 14 პირი დამნაშავედ ცნო
პარიზის სასამართლომ „შარლი ებდოს“ რედაქციასა და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმეზე 14 პირი დამნაშავედ ცნო

პარიზის სასამართლომ 2015 წელს პარიზში, „შარლი ებდოს“ რედაქციასა და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით 14 პირი დამნაშავედ ცნო. მათ ტერორიზმის დაფინანსება და ისლამისტი თავდამსხმელების ჯგუფის წევრობა ედებოდათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

2015 წლის იანვარში სატირული ყოველკვირეული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ ოფისში ორი პირი შეიჭრა და 12 ადამიანი მოკლა. მესამე პირმა ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმისას ხუთი ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელი იყო. სამართალდამცველებმა თავდამსხმელები სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

სასამართლომ დაკავებულ ჰაიატ ბუმედიენს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელსაც დანაშაულებრივ ტერორისტულ დაჯგუფებაში თანამონაწილეობა და ტერორიზმის დაფინანსება ედებოდა ბრალად. ბუმედიენის მსგავსად, კიდევ ერთ ბრალდებულს, ალი რიზა პოლატს სასამართლომ ტერორისტულ დაჯგუფებაში თანამონაწილეობისთვის 30 წელი მიუსაჯა. დანარჩენი დაკავებულები სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ცნეს ბრალდებულად, რომელთაც 13-დან 20 წლამდე და ოთხიდან 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.