პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შემდეგ მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა
პარიზის 33-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შემდეგ მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა. მას გულშემატკივრები და ოჯახის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოვაციებით დახვდნენ.
სანდრო ბაზაძემ ჩატარებული ასპარეზობა მედიასთან შეაჯამა და მსაჯის მხრიდან არასამართლიან მიდგომებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ხმლით ასპარეზობაში ქართველი სანდრო ბაზაძე 1/8-ფინალში მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა. როგორც ფედერაციაში განაცხადეს, სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.