პარიზის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ქუჩებში უსაფრთხოებას 75 ათასი პოლიციელი, სამხედრო და დაქირავებული პერსონალი დაიცავს
პარიზის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ქუჩებში უსაფრთხოებას 75 ათასი პოლიციელი, სამხედრო და დაქირავებული პერსონალი დაიცავს

პარიზის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ქუჩებში უსაფრთხოებას 75 ათასი პოლიციელი, სამხედრო და დაქირავებული პერსონალი დაიცავს. საფრანგეთის დედაქალაქში გადაკეტილია ქუჩების ნაწილი, აღმართულია 44 ათასამდე ბარიერი.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ადგილობრივებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის, რომლებსაც სენის სანაპიროსთან და მის კუნძულებზე გადასვლა სურთ, QR-კოდების სისტემა შემუშავდა.

მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების საპასუხოდ, საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქში გადაადგილების შეფერხება მოკლევადიანი იქნება, ბარიკადების დიდ ნაწილს პარასკევს დაგეგმილი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შემდეგ აიღებენ.