პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნი მეორედ აჟღერდა - გენო პეტრიაშვილს უკვე სამივე სინჯის მედალი აქვს [ვიდეო] #1TVSPORT
თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი კვარცხლბეკზე ერთი ქართველი როდი იყო. მან ოქროს მედალი მოიპოვა და პარიზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ბრინჯაოს მედალი კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილმა მოიპოვა, რომელმაც ნახევარფინალში გენოსთან წააგო.
მეორე ბრინჯაოს მედალი ლეგენდარულმა თურქმა მოჭიდავემ, ტაჰა აკგულმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი – ირანელმა ამირ ზარემ.
შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადებზე 2016 წლიდან ასპარეზობს და მის კოლექციაში უკვე სამივე ხარისხის მედალია.