პარიზის ოლიმპიადა დღეს მდინარე სენაზე გაიხსნება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადა დღეს მდინარე სენაზე გაიხსნება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, 26 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე პარიზში 33-ე ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

„სპორტსმენებისთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იქნება, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ. წარმოიდგინეთ, თამაშები მდინარე სენაზე და მის გარშემო, სადაც უამრავი მაყურებელი შეიკრიბება. ამით ყველა ისიამოვნებს, ეს უნიკალური გამოცდილებაა. მოვიხმობ სპორტსმენებს მთელი მსოფლიოდან პარიზში, საფრანგეთში, რათა ერთად აღვნიშნოთ 33-ე ოლიმპიადა, რომლის დევიზიც არის: უფრო სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად“, – აღნიშნავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

პარიზის თამაშების გახსნს ცერემონია, ოლიმპიური სტადიონის ნაცვლად, მდინარე სენაზე გაიმართება, სადაც მონაწილეები ნავებით გაცურავენ, მაყურებლები კი ნაპირიდან მიადევნებენ თვალს. ოლიმპიური ჩირაღდანი კი სწორედ 26 ივლისის ღამით დაასრულებს ოთხწლიან მოგზაურობას საბერძნეთიდან პარიზამდე. აინთება ოლიმპიური ცეცხლი და თამაშებიც დაიწყება.

ქართველები

პარიზი 2024-ზე 28 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ერთი გუნდი გვეყოლება – ძიუდოისტთა ნაკრები. ოლიმპიური დევიზია – მთავარია მონაწილეობა. ქართველი სპორტმსნების დევიზი კი ასეთია – უკეთ, ვიდრე ტოკიოში.

ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადაზე ქართველებმა 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. უკეთესი შედეგი სამი ოქრო იქნება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტოკიოში მოგებული რვა მედალი დამოუკიდებლობის შემდეგ სარეკორდოა.

რაც შეეხება ოქროებს, 1990 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ოქრო ქართველებმა 2008 წელს პენიკში მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო).

 

რეკორდები

ყველაზე მეტი მედალი

4 – ვიქტორ სანეევი (სამხტომი)

3 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

3 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)

 

ყველაზე მეტი ოქროს მედალი

3 – ვიქტორ სანეევი (სამხტომი)

2 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

2 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

 

ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი (კაცი)

20 წლის – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 2012)

 

ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი (ქალი)

19 წლის – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, 1988)

 

ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი (კაცი)

31 წლის – ვიქტორ სანეევი (სამხტომი, 1976)

 

ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი (ქალი)

31 წლის – ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა, 1980)

 

პარიზში 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს:

1.​ ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

2.​ ლაშა გურული (კრივი)

3.​ გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)

4.​ გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.)

5.​ ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.)

6.​ გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)

7.​ გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)

8. ​რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)

9.​ რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.)

10.​ ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)

11.​ სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)

12.​ ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)

13. ​შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)

14.​ ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ.)

15.​ ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ.)

16.​ გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, -60კგ.)

17.​ ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.)

18.​ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73 კგ.)

19.​ ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ.)

20.​ ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ.)

21.​ ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ.)

22.​ გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)

23.​ ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ).

24. ​ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო, -63 კგ.)

25.​ სოფიო სომხიშვილი (ძიუდო, +73 კგ.)

26.​ ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა – რბენა, 100 მ.)

27.​ ანა ნიჟარაძე (ცურვა, ბატერფლაი, 100 მ)

28.​ ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ)

ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.