პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ახალი სვეტის დიზაინზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ახალი სვეტის დიზაინზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა. პარიზი მოუწოდებს არქიტექტორებს მთელი მსოფლიოდან, ჩაერთონ კონკურსში.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპის თქმით, საფრანგეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ „ახალი სვეტი თანამედროვე ეპოქის ტექნიკასა და გამოწვევებთან ადაპტირებული იქნება“.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სვეტი 15 აპრილს გაჩენილი ხანძრის დროს ჩამოინგრა. ეს სვეტი მეთორმეტე საუკუნის ტაძარზე მეცხრამეტე საუკუნეში ჩატარებული რესტავრაციის დროს დაამონტაჟეს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ახალი სვეტის დიზაინი ძველისგან განსხვავებული იყოს.