პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რეკონსტრუქციის გამო შესაძლოა, ექვსი წლით დაიკეტოს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რეკონსტრუქციის გამო შესაძლოა, ექვსი წლით დაიკეტოს. ინფორმაციას „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ტაძრის მდგომარეობაა.
შეგახსნებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხუთ წელში აღადგენენ.
ხანძარი ტაძარში 15 აპრილს საღამოს გაჩნდა და მის ჩაქრობას ცხრა საათი დასჭირდა.