პარიზის გარეუბანში დანით შეიარაღებული პირი პოლიციელს თავს დაესხა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში სამართალდამცველმა თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირი პოლიციელს პატრულირების დროს დაესხა თავს, რის შემდეგაც სამართალდამცველმა მოგერიების მიზნით მას ცეცხლი გაუხსნა.
შემთხვევა სენა-სენ-დენიში მოხდა.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.