პარიზიდან დაბრუნებული საქართველოს 46 მოქალაქე თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო ზონაში მოათავსეს
პარიზიდან გუშინ ღამით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც საკარანტინო ვადას გაივლიან.
კერძოდ, სასტუმროში პარიზი-თბილისის რეისით დაბრუნებული საქართველოს 46 მოქალაქეა განთავსებული.
საკარანტინო ზონაში მოთავსებულების ჯანმრთელობის მონიტორინგს მათთან მყოფი ექიმები ახორციელებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ყველა მათგანი საკარანტინო სივრცეში 14 დღეს გაატარებს.