პარიზი 2024 | შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა ორჭიდის ჯამში 256 კილოგრამით მეექვსე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე ტრავმის მიზეზით უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა 61 კგ წონაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ.
მან ატაცში 121 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში ჯერ 125 ასწია, შემდეგ – 135, ბოლოს 150-კილოგრამიან შტანგასთან მივიდა. თუმცა ცდა გაუციდდა და აკვრაში ყველაზე მაღალი 135 კილოგრამი დარჩა.
ამ შედეგით ის ორჭიდის ჯამში მეექვსე იყო – 256 კილოგრამი.
ჩემპიონი ჩინელი ფაბინ ლი გახდა (310კგ), 303 კილოგრამით მეორე იყო ტალანდელი თეერაპონგ სირაჩაი, მესამე – ამერიკელი ჰემპტონ მორისი (298 კგ).