პარიზი 2024 - მეათე, სარეკორდო ოლიმპიადა ნინო სალუქვაძისთვის [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე მეათე ოლიმპიადაზე იღებს მონაწილეობას. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელსაც ათ ოლიმპიურ თამაშებზე უასპარეზია.
პარიზი 2024-ზე ის ორ დისტანციაზე ისვრის. 10 მეტრი პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციო ტურნირზე მან ჯამში 562 ქულა დააგროვა და 38-ე ადგილი დაიკავა. ფინალში საუკეთესო 8 სპორტსმენი გავიდა.
ნინო სალუქვაძე 2 აგვისტოს პისტოლეტით 25-მეტრიდან სროლაშიც იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ მის ანგარიშზე ოლიმპიადებზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალია. ოქრო და ვერცხლი 19 წლის ასაკში 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მიიღო.