პარიზი 2024 | ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადაზე 102 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა ირაკლი ჩხაიძემ შეჯიბრება მეხუთე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ატაცის შემდეგ ის მეშვიდე ადგილზე იყო, აკვრაში კი პირველ ცდაზე 214 კილოგრამი ვერ დაძლია. მიზეზი ფეხის ტრავმა იყო. ამის მიუხედავად, ირაკლი მეორედაც გამოვიდა ფიცარნაგზე 214 კილოგრამის ასაწევად და ცდა წარმატებული გამოდგა.

მესამე ცდაზე ის უკვე 223 კილოგრამს შეეჭიდა, თუმცა ისევ და ისევ ტრავმის გამო შტანგა ვერ ასწია და ორჭიდის ჯამში შეჯიბრება 393 კილოგრამით დაასრულა.

ჩემპიონი ჩინელი ლუი ჰუაჰუა გახდა (406 კგ), მეორე იყო უზბეკი აკბარ ჯურაევი (404), მესამე იევჰენი ციხანცოუ (402).